ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მადიარმა ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა

პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ივნისში უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრას სთავაზობს. 

ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ზაკარპატიაში მდებარე ქალაქ ბერეგოვოს მერთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

მადიარმა მასთან უნგრეთსა და უკრაინის საზღვართან მცხოვრები უნგრული უმცირესობის მდგომარეობა განიხილა.

“ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გადატვირთვა. ამ საფუძველზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივნისის დასაწყისში, სიმბოლურად – ბერეგოვოში, შეხვედრის ინიციატივით გამოვდივარ…

დრო მოვიდა, რომ უკრაინამ დაასრულოს საკანონმდებლო შეზღუდვების ათწლეულზე მეტი, ხოლო ზაკარპატიის უნგრელებისთვის – აღადგინონ თავისი კულტურული, ენობრივი, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებები და კვლავ გახდნენ უკრაინის თანასწორუფლებიანი და პატივცემული მოქალაქეები…

თუ მოვახერხებთ ამ საკითხების მოგვარებას, მაშინ ნამდვილად შევძლებთ უკრაინულ-უნგრულ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას”, – წერს მადიარი.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს განათლების საკითხებზე უკრაინის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისებს “პერსპექტიულად, მაგრამ არასაკმარისად” მიიჩნევს.

იტვირთბა....