ირანის ხელისუფლებამ ფოლადის პროდუქციის ექსპორტი აკრძალა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის დროს ქვეყნის ფოლადის ინდუსტრიაზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა.
ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების დირექტივა ფოლადის პროდუქტების „ექსპორტის აკრძალვის შესახებ“ ძალაში 26 აპრილიდან შევიდა.

