აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ თვალწინ ყალიბდება გლობალური განვითარების უფრო რთული, მრავალპოლარული არქიტექტურა” – ვლადიმერ პუტინი

ჩვენ თვალწინ ყალიბდება გლობალური განვითარების უფრო რთული, მრავალპოლარული არქიტექტურა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, სახელმწიფოები, რომლებსაც ჭეშმარიტად ესმით და აფასებენ ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ სფეროებში, სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პროცესში.

პუტინის თქმით, ბოლო წლების მოვლენები აჩვენებს, რომ გლობალური ზრდის ყველა ელემენტი – ეკონომიკიდან და ფინანსებიდან დაწყებული ტექნოლოგიებითა და დემოგრაფიამდე, შეუქცევადად იცვლება.

პუტინის მტკიცებით, საერთაშორისო ურთიერთობების წინა მიდგომები და წესები კარგავს ძალას, ნაწილობრივ დასავლეთის სახელმწიფოების ქმედებების გამო, რომლებიც, მისი თქმით, კარგავენ ლიდერულ პოზიციებს და ადგილს უთმობენ ზრდის ახალ ცენტრებს – გლობალური სამხრეთის ქვეყნებს.

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება მარტო, სხვა ქვეყნების ხარჯზე ან მათ საზიანოდ“, – განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....