აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად სასამართლო დარბაზში ბრუნდება – The Times of Israel

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად სასამართლო დარბაზში ბრუნდება, – ამის შესახებ The Times of Israel-ი ავრცელებს.

სასამართლო პროცესი ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო შეჩერდა. მოსალოდნელია, რომ ჩვენება გაგრძელდება იქიდან, სადაც პრემიერ-მინისტრმა 24 თებერვალს, ბოლო მოსმენაზე შეწყვიტა.

ნეთანიაჰუმ აქამდე 80-ჯერ მისცა ჩვენება და თითქმის დაასრულა ჯვარედინი დაკითხვა საქმეზე, რომელიც მოიცავს ბრალდებებს, რომ მან დაამტკიცა მარეგულირებელი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ტელეკომუნიკაციების მაგნატ შაულ ელოვიჩს ასობით მილიონი შეკელის ფინანსური სარგებელი მოუტანა.

The Times of Israel-ი წერს, რომ მოსმენების განახლებას წინ უძღოდა კვირას პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მოთხოვნისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, ნეთანიაჰუს შეწყალების პერსპექტივა, სულ მცირე ამ დროისთვის, უარყო.

იტვირთბა....