აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნახეთ, ოპოზიციაში ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ, ერთმანეთის მიმართ ულოგიკო ზიზღი აქვთ, ასეთია ნებისმიერი გაერთიანების ბედია, რომელიც გარედან არის შეკოწიწებული” – თენგიზ შარმანაშვილი

ნახეთ, ოპოზიციაში ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ, თამარ ჩერგოლეიშვილს სტატუსებად გინება ჰქონდა, კრიტიკა კი არა, ვერცერთ ჩვენს თანაგუნდელს ვერ იპოვით, რომელმაც მსგავსი იკადრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთია ნებისმიერი გაერთიანების ბედი, რომელიც გარედან არის შეკოწიწებული.

„ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც კი, უცხოეთიდან მათ პატრონებს შეკოწიწებული ჰყავდათ. უბრალოდ, დიქტატორული თვისებების მატარებელი სააკაშვილი იყო სათავეში და ბრუტალური მეთოდებით ცდილობდა, არავისთვის გასაქანი არ მიეცა და ძალადობრივი ხაზი ისე გაეტარებინათ, რომ სიტყვა არავის შეებრუნებინა. ვინმე თუ გაბედავდა და სიტყვას შეუბრუნებდა, ირაკლი ოქრუაშვილის ამბავი როგორ დამთავრდა, კარგად გვახსოვს. პატრონებისგან შეკოწიწებული ერთობა ხუხულასავით ინგრევა და ერთმანეთის მიმართ მთელი ის ბოღმა ინთხევა, რაც ჰქონდათ აუტანლობის თვალსაზრისით. ნახეთ, ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ. თამარ ჩერგოლეიშვილს სტატუსებად გინება ჰქონდა, კრიტიკა კი არა. ვერცერთ ჩვენს თანაგუნდელს ვერ იპოვით, რომელმაც მსგავსი იკადრა. ჩვენ ადამიანების აუტანლობა კი არ გვაქვს და არასოდეს ვიკადრებთ, პიროვნულში გადავიდეთ. ერთმანეთს აბრალებენ, ფული აიღეო. ნიკა მელიამ დაწერა, პირი არ გამაღებინოთო და რატომ არ აღებს? ერთმანეთის მომართ ულოგიკო ზიზღი აქვთ და ეს ჩანს კიდეც. ყველამ უნდა იცოდეს, ნებისმიერი გაერთიანების ბედი ეს არის, რომელიც გარედან არის შეკოწიწებული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

იტვირთბა....