რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი მკაცრი იქნება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სანქციების მომავალი პაკეტებია. სანქციების მე-20 პაკეტი მიღებულია, 21-ე მზადების პროცესშია და ის საკმაოდ მკაცრი იქნება, განსაკუთრებით ენერგორესურსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 23 აპრილს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა.
ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ 100-ზე მეტ ინდივიდუალურ შეზღუდვას მოიცავს. ასევე, ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის სექტორსა და „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლა გააძლიერა.

