აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსული ძალების იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 123 დრონი გაუშვეს, მათგან თავდაცვის ძალებმა 95 დრონი გაანადგურა.

იტვირთბა....