აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ალ-ჯაზირას“ ცნობით, „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი აცხადებს, რომ დაუბრუნდებიან 1980-იანი წლების ტაქტიკას და „ლიბანში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თვითმკვლელთა რაზმებს გაააქტიურებს“

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ „„ჰეზბოლა“ ლიბანში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თვითმკვლელობის ოპერაციებს მოაწყობს“. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

დაჯგუფების მაღალჩინოსნის თქმით, ისინი დაუბრუნდებიან 1980-იანი წლების ტაქტიკას და „გაააქტიურებს თვითმკვლელთა რაზმებს, რათა ისრაელის ქმედებებს ხელი შეუშალონ“.

„თვითმკვლელი ტერორისტების დიდი ჯგუფები განლაგებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინასწარ მომზადებული გეგმების მიხედვით. თვითმკვლელი ტერორისტების მისია ოკუპირებულ ლიბანის სოფლებში მტრის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ბრძოლა იქნება“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, ისრაელს ლიბანის სამხრეთ ნაწილი აქვს დაკავებული. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მათი მიზანი ბუფერული ზონის შექმნა და ისრაელის მოსახლების დაცვა.

იტვირთბა....