აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ზელენსკის ჰქონდა ევროკავშირში  2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანების იდეა, ეს არ გამოვა, არც 2028 წლის პირველი იანვარია რეალისტური” – ფრიდრიხ მერცი

უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომშია რუსეთთან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

ამასთან, მერცის თქმით, უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მიმართ გადამეტებული ოპტიმიზმი არ უნდა არსებობდეს.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, მათ შორის სამართლის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

„ზელენსკის ჰქონდა იდეა ევროკავშირში 2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანების. ეს არ გამოვა. არც 2028 წლის პირველი იანვარი არის რეალისტური“,- ციტირებს მერცს „როიტერი“.

იტვირთბა....