აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამო რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა სანქციები დაუწესა ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში არიან ჩართულნი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

“ევროკავშირის არამართლზომიერი გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ პირთა სია, რომლებსაც 1996 წლის 15 აგვისტოს №114-FZ ფედერალური კანონის შესაბამისად („რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“), ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. სიაში მოხვდნენ ევროინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკაში ჩართული რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები.

სიაში შეყვანილნი არიან ევროსტრუქტურებისა და ევროპული ქვეყნების ის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილებების მიღებაში და ეწევიან საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ“ – ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება კრემლმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ბოლო, მე-20 პაკეტის საპასუხოდ მიიღო. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ოფიციალურად 2026 წლის 23 აპრილს მიიღო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კონკრეტული გვარები არ გამოქვეყნებულა.

იტვირთბა....