პირველად, ანაკლიაში, Gem-fest საფესტივალო დღეების განმავლობაში, VIP სტუმრებს 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურება.
გემ-სცენა ანაკლია-განმუხურის სანაპიროსთან, ასევე შუა ზღაში იმოძრავებს და ორგანიზატორების ცნობით, ბათუმის სანაპირო ზოლსაც მიუახლოვდება.
3-სართულიანი გემ-სცენა Gem-fest-ის ორგანიზატორებს თურქეთიდან შემოჰყავთ. გემის მთავარ სცენაზე მოწვეული არტისტები უწყვეტ რეჟიმში დაუკრავენ. სამივე სართულზე იქნება განთავსებული საცეკვაო მოედნები, ბარები და სხვა ინფრასრტუქტურა, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბურსა და შთამბეჭდავს გახდის.
გემ-სცენის Line-up (მონაწილეები და რეპერტუარი) უახლოეს დღეებში გახმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ გემ-სცენის ბილეთების 57% უკვე გაყიდულია.