საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ბექა დვალის კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ბექა დვალმა ისრაელის სახელმწიფოში ელჩის თანამდებობა 2026 წლის პირველი ივლისიდან უნდა დაიკავოს.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „.” ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2026 წლის პირველი ივლისიდან ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ბექა დვალის კანდიდატურა”,- ნათქვამია განკარგულებაში.
ამასთან, პრემიერის კიდევ ერთი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, 2026 წლის პირველი ივლისიდან ბექა დვალი ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აღარ იქნება.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადება, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, 2026 წლის პირველი ივლისიდან ბექა დვალის ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”,- ნათქვამია განკარგულებაში.

