აქტუალური თემა ახალი ამბები პოლიტიკა

 “ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ” – ზურაბ პატარაძე

ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ, ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია და გრძელდება.

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, განსაკუთრებით გამოვყოფდი სულხან თამაზაშვილს, იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ამ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეებს გავაგრძელებთ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება. მინდა მადლობა გადავუხადო, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

იტვირთბა....