აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ვუბრძანე, რომ ესროლოს და გაანადგუროს ნებისმიერი ნავი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს დებს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ვუბრძანე, რომ ესროლოს და გაანადგუროს ნებისმიერი ნავი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს დებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„გარდა ამისა, ჩვენი „ნაღმსაწმენდი“ გემები ახლა სრუტეს ასუფთავებენ. მე ვბრძანებ, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდეს, მაგრამ სამმაგი ტემპით!“ – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში სანქცირებული გემი დააკავეს, რომელსაც ირანიდან ნავთობი გადაჰქონდა.

ცნობისთვის, ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ინდოეთის ოკეანეში ირანული ნავთობის გადამზიდი გემის დაკავების მეორე შემთხვევას წარმოადგენს.

იტვირთბა....