აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი უკრაინის სკოლებში ტერაქტებს ამზადებდა – დააკავეს ორი მოზარდი

რუსეთი უკრაინის სკოლებში ტერაქტებს ამზადებდა – СБУ-მ ორი მოზარდი დააკავა – ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და წერს, რომ მოზარდები ტერაქტს უკრაინის ორ სკოლაში, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქებში გეგმავდნენ. როგორ СБУ-ში აცხადებენ, რუსულმა მხარემ უკრაინელი ბავშვები სოციალურ ქსელებში არსებული სპეციალური ჯგუფების საშუალებით გადაიბირა. ირკვევა, რომ მოზარდებს საკუთარი სკოლები უნდა აეფეთქებინათ. რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები ორივე მოზარდს არა მხოლოდ ტერაქტებისკენ, არამედ თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდნენ, რომელიც „მთავარი დანაშაულის“ ჩადენისთანავე უნდა შეესრულებინათ.

“კიროვოგრადის ოლქში 15 წლის მოსწავლემ მიიღო დავალება, ხელნაკეთი ბომბი დაემზადებინა, სკოლაში მიეტანა და დასვენების დროს აეფეთქებინა. გარდა ამისა, მას თან უნდა წაეღო ბაბუის თოფი და სანადირო დანა გადარჩენილების დასახოცად. ოდესის ოლქში მეორე მოსწავლე გადაბირების პროცესშივე გამოავლინეს. მტერი მისთვის ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო დანის ფოსტით გაგზავნას გეგმავდა, რაც მას მასობრივი მკვლელობისთვის უნდა გამოეყენებინა” – ნათქვამია СБУ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპანტები მანიპულირებდნენ ისეთი თემებით, როგორიცაა „სამართლიანი მიზნის“ მიღწევა, ახლობლების დაცვა ან იმ „დამნაშავეების დასჯა“, ვინც მათ სკოლაში ჩაგრავდა. უკრაინული მედიის ცნობითვე, СБУ-მ ასევე დააკავა კრამატორსკის სკოლის დირექტორის მოადგილე, რომელიც რუსებს უკრაინული ჯარების პოზიციების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მანამდე კი კიევში აღიკვეთა ტერაქტი, სადაც ФСБ-ის აგენტი დამსაქმებელთა ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის აფეთქებას გეგმავდა

იტვირთბა....