აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მარკო რუბიოს ზარის შესახებ ვერ მოგიყვებით, ეს იყო დახურული ზარი – გვქონდა ძალიან ჯანსაღი, დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, დანარჩენს დაელოდეთ”- ირაკლი კობახიძე

[მარკო რუბიოს] ამ ზარის შესახებ ვერ მოგიყვებით, ეს იყო დახურული ზარი – გვქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით ,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის საუბარს გამოეხმაურა, რომელიც 30 მარტს შედგა.

მისი თქმით, ერთადერთი საზომი ურთიერთობების გადატვირთვის, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება.

„ამ ზარის შესახებ ვერ მოგიყვებით, ეს იყო დახურული ზარი. შემიძლია გითხრათ ერთი რამ: ჩვენთვის ერთადერთი საზომი ურთიერთობების გადატვირთვის არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამას ყველგან ვაფიქსირებთ, როდესაც ვესაუბრებით ამერიკელ პარტნიორებს. რაზე ვისაუბრეთ მე და რუბიომ, ეს არის დახურული ზარის თემა, საზოგადოების წინაშე ვერ ვისაუბრებ. გვქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით. დანარჩენს დაელოდეთ“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც. “ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....