აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე, ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას” – ირაკლი კობახიძე

მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის განვითარებას.

„ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც. ბუნებრივია, ესეც არის ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი. მოლაპარაკებები გრძელდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....