თამუნა იარაჯულს, რომელიც შვილების მკურნალობისთვის დახმარებას სოციალური ქსელის დახმარებით ითხოვდა, საბანკო ანგარიში გაუუქმეს. ამის შესახებ მან ნინო კალანდიას Facebook live-ში მთავრობის ადმინისტრაციიდან ისაუბრა.
მისივე თქმით, ანგარიში სახელმწიფო კონტროლის სამსახურის დავალებით გაუუქმეს.
ოთხი წელია მათხოვრად ვიქეცი… საქართველოში ადამიანი არ დარჩა, მათხოვრად ვიქეცი, რომ ერთი თუ მეორე შვილი ვაცოცხლო… სამ თვეში ერთხელ ხან ერთი და ხან მეორე შვილი რომ ხალხის დახმარებით მიმყავს საზღვარგარეთ, ამ ჩეკებს ითხოვენ. თურმე უნდა შემენახა…” – ამბობს თამუნა იარაჯული. [შიფრი: “რადიო თავისუფლება”]
- იარაჯული აუტისტური სპექტრის მქონე უმცროსი შვილის, 15 წლის ბიჭის სამედიცინო საჭიროებისთვის დახმარებას Facebook-ის საშუალებით ხშირად ითხოვდა და პოსტზე საბანკო ანგარიშებსაც უთითებდა.
თამუნა იარაჯულის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით მისი ოჯახი გაწირეს.
მივედი “თიბისიში” და მოვითხოვე, მოეცათ ოქმი, რომლის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება [არ მომცეს]… ამ ანგარიშების გაუქმებით ჩემი შვილი ვეღარ წავა საზღვარგარეთ ვიზიტებზე [სამკურნალოდ], რომელსაც თვითონ ჯანდაცვა მიწერს კონსილიუმების შემდეგ… გაწირეს ჩემი ოჯახი – მე თუ ანგარიშები არ მექნება და ჩემი შვილი წასაყვანი იქნება, ვეღარ წავიყვან, რადგან ვერ დავდებ ანგარიშის ნომრებს. […]
მე შეიძლება სიცოცხლე დავტოვო. მინდა საზოგადოებას მივმართო, თუ რამე დამემართა, მინდა ჩემი არცერთი შვილი არ მიატოვოთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ვიყო ცოცხალი და ისე გავიმარჯვო იმ უსამართლობაზე, რაც დღეს გააკეთეს. არ გავჩერდები… არც პუფი მინდა, არც კარავი მინდა, არაფერი მინდა. პირიქით, სიკვდილი მინდა ამ შენობასთან, რომ ერთი დედა მაინც სამაგალითოდ მოკვდეს…” – თქვა მან. [შიფრი: “რადიო თავისუფლება”]

