აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარკ რუტე აცხადებს, ნატო ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, ალიანსი ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას.

„საფრთხეები, რომლის წინაშეც ვდგავართ, დიდია — არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე, რაკეტებიდან და დრონებიდან კიბერშეტევებამდე. გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ბირთვული გაფართოებაც. ირანი ტერორსა და ქაოსს ავრცელებს“, – განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ირანის საფრთხეზე და ამ კონტექსტში თურქეთი გამოყო.

„ბოლო კვირების განმავლობაში ნატო-მ ოთხჯერ წარმატებით ჩაჭრა ირანიდან თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტები. ნატო მზადაა ასეთი საფრთხეებისთვის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა თურქეთისა და ყველა მოკავშირის დასაცავად“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იტვირთბა....