აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მივიღებთ აუცილებელ ზომებს ირანის ინტერესების დასაცავად” – ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს, პაკისტანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის საპასუხოდ, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ ირანი „აუცილებელ და შესაბამის ზომებს მიიღებს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

ვაშინგტონთან შესაძლო შემდგომი მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა:

„დიპლომატია არის ინსტრუმენტი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და როდესაც დავასკვენით, რომ არსებობს აუცილებელი და გონივრული პირობები ამ ინსტრუმენტის გამოსაყენებლად, ზომებს მივიღებთ“.

იტვირთბა....