ახალი ამბები მედია მთავარი

“მედიის მდგრადობის ინდექსი 2016“-ის მიხედვით საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესდა

IREX-ის “მედიის მდგრადობის ინდექსი 2016“-ის მიხედვით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით საქართველომი მედიის მდგომარეობა გაუარესდა.

ანგარიშის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების კუთხით წინა წელთან გაუარესება დიდწილად განაპირობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ფლობასთან დაკავშირებულმა დავამ. ყურადღება გამახვილებულია ქიბარ ხალვაშის კავშირზე “ქართული ოცნებასთან”, რადგან მისი და, ფატი ხალვაში, არის “ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრი.

ანგარიშში ასევე მოხვდა რეკლამის კანონიც. საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეკლამის შესახებ განხორციელებული ცვლილებები, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის მოთხოვნებთან, უარყოფითი გავლენა იქონია სარეკლამო ბაზარზე.

“მედიის მდგრადობის ინდექსის” დადგენა ხუთი მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე ხდება. ყველა კრიტერიუმი ცალკეული ქულით ფასდება და ერთიან ქულას ქმნის. ეს კრიტერიუმებია: გამოხატვის თავისუფლების ხარისხი (საქართველოს აქვს 2.82 ქულა), პროფესიულიი ჟურნალისტიკა (2.34 ქულა), სიახლეების მრავალფეროვნება (2.61 ქულა),  ბიზნესმენეჯმენტი (1.83),  მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციები (2.48).

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაზე დიდ პრობლემას კანონის იმპლემენტაციაა.

IREX მიიჩნევს, რომ  პოზიტიური ცვლილებებია მედიაში გარკვეული საკითხების გაშუქების კუთხით, მაგალითად ბავშვთა საკითხები ქართულ მედიაში უკეთესად შუქდება.

ინფორმაციის თავისუფლების ნაწილში აღნიშნულია, რომ 2015 წლის აგვისტოში “იმედმა” დახურა ორი გადაცემა – “კვირის ქრონიკა” და “რეაქცია”. ასევე დახურეს ეკა მიშველაძის გადაცემა “პირველი სტუდია” “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”.

იტვირთბა....