ონლაინ სესხები არის საკითხი, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ ასეთ სესხებს, არ შედის ეროვნული ბანკის დაქვემდებარების ქვეშ.
გვენეტაძის აზრით, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ დაარეგულირებს ამ საკითხს.
„პრაქტიკა სხვადასხვანაირია ქვეყნების მიხედვით. ჩვენი აზრით, ეს საკითხი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდეს“,-აღნიშნა გვენეტაძემ.