აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ყაველაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, შუა დერეფანს აქვს გაფართოების პოტენციალი და ამ მარშრუტის განსავითარებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება. აღინიშნა, რომ ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ორ ქვეყანას წლებია აკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას.

მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყაზახეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ყაველაშვილმა ყასიმ-ჟომართ თოყაევს ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, ინსტიტუტების ეფექტიანობას და მისი ლიდერობით ხელს შეუწყობს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

იტვირთბა....