Bring Kids Back UA-ის ინიციატივის დაწყებიდან უკრაინაში რუსეთის მიერ გატაცებული 2 100 ბავშვი დავაბრუნეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bring Kids Back UA-ის გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინაში 150 ბავშვი დააბრუნეს.
„მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც გვეხმარება ამ საქმეში. ასევე განვიხილეთ ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე. ცოტა ხნის წინ, პირველად გაეროს დონეზე, ჩვენი შვილების დეპორტაცია და იძულებითი გაყვანა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კლასიფიცირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ვემზადებით უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის შეხვედრისთვის მინისტრთა დონეზე, რომელიც 11 მაისს ბრიუსელში გაიმართება. ვიმედოვნებთ ჩვენი პარტნიორების ფართო მონაწილეობას, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

