აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმები მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს” – ირლანდიის საგარეო მინისტრი

მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს კოლეგებთან საქართველოში და ფართო რეგიონში, რათა კვლავაც დავუჭიროთ მხარი ევროკავშირისკენ მიმავალ ამ გზას, -ამის შესახებ ირალნდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჰელენ მაკენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, თავდ “ოცნების” მთავრობისთვის იყოს პრიორიტეტი. 

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღეს ჩვენს დღის წესრიგშია. ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს კოლეგებთან საქართველოში და ფართო რეგიონში, რათა კვლავაც დავუჭიროთ მხარი ევროკავშირისკენ მიმავალ ამ გზას. ირლანდიაშიც ბევრი საქართველოს მოქალაქეა და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ თემთან. თუმცა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩართულები ვართ იქ, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს გამოწვევები. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან და ყურადღების ცენტრში ვტოვებთ იმას, რომ რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, პრიორიტეტული იყოს თავად მთავრობისთვის”, – განაცხადა ჰელენ მაკენტმა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

იტვირთბა....