აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, დიალოგი უნდა განახლდეს, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 

ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული, განვაცხადე, რომ დიალოგი უნდა განახლდეს, თუმცა ამისთვის რეფორმებია საჭირო, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც პატიმრობაში არიან, უნდა წარდგნენ ნამდვილი სასამართლო სისტემის წინაშე, და არა სასამართლო სისტემის წინაშე, რომელიც დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის იარაღად გამოიყენება“.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრე უსაფრთხოებაზეც. ჩემი საუბრის მთავარი პერსპექტივა დაკავშირებადობა და ღია დიალოგი იყო, ჩვენი შესაძლებლობა შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა. ეს არის წინსვლის გზა“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....