ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში დელეგაცია არ გაუგზავნია – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს და დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს.
ირანის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებლობის განცხადებით, ისლამაბადში არანაირი ირანული დელეგაცია არ ჩასულა – არც ძირითადი და არც მეორეხარისხოვანი შემადგენლობით. მაუწყებელმა აღნიშნა, რომ ირანელი მაღალჩინოსნების გამგზავრებისა და შეხვედრების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
აშშ-ირანს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ხვალ, 22 აპრილს იწურება. 2 დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის დელეგაციას აგზავნის. მისი თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელი ახლაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსია.

