აშშ-ის შრომის მდივანი ლორი ჩავეს-დერემერი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს და კერძო სექტორში გადადის. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლორი ჩავეს-დერემერის წინააღმდეგ შიდა გამოძიება დაიწყო შესაძლო გადაცდომების გამო. კერძოდ, მას ბრალად ედება სამსახურში ალკოჰოლის მოხმარება და მივლინების პირადი მიზნებისთვის გამოყენება. ჩავეს-დერემერი ბრალდებებს უარყოფს .
ამასთან, მედიის ცნობით, კიდევ ერთი ინფორმაცია უკავშირდება მის მეუღლეს, ანესთეზიოლოგ შონ დერემერს, რომელსაც სამინისტროს ორმა თანამშრომელმა არასათანადო ქცევაში დასდო ბრალი. როგორც მედია წერს, მაღალჩინოსნის მეუღლესმ სამინისტროს შტაბ-ბინაში შესვლა აეკრძალა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შრომის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ახლა ლორი ჩავეს-დერემერის მოადგილე კიტ სონდერლინგი იქნება.

