ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგმეს აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის Touska-ს დაკავება.
უწყება მოითხოვს „ირანული გემის, მეზღვაურებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.
„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად, ასევე თავისი მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად. აშკარაა, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“, – აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, საზღვაო ძალებმა გემი კვირას ომანის ყურეში დაიჭირეს, მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას შეეცადა.
ირანში ეს ფაქტი „უაღრესად საშიშ“ და „კრიმინალურ“ ქმედებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდნენ.

