ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა”- EIU

ცნობილი ბრიტანული მედია ჯგუფის, ეკონომისტის ანალიტიკური დანაყოფი, 2025 წლის დემოკრატიის ინდექსს აქვეყნებს.

საქართველოს პოზიციები გავლენიანი ორგანიზაციის რეიტინგში გაუარესებულია. წინა წელთა შედარებით ქვეყანა ერთდროულად ხუთი პოზიციით დაქვეითდა.

საქართველო, პაკისტანთან, ფილიპინებთან და ნეპალთან ერთად იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, სადაც ვითარება სწრაფად ან ყველაზე მეტად გაუარესდა.  

საქართველოსა და უკრაინის ქულებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. განსაკუთრებით გამოვყოფთ საქართველოს, რომლის ქულაც 2024 წლის 4.70-დან 2025 წელს 4.36-მდე შემცირდა.   „ქართული ოცნება, აგრძელებს კონტროლის დამყარებას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ფონზე. ის  ახორციელებს ოპოზიციის ლიდერების სისხლისსამართლებრივ დევნას და ცდილობს აკრძალოს ან შეზღუდოს არაერთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობა.” – წერია ანგარიშში.

იტვირთბა....