ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირანელები ძალას არ ემორჩილებიან”- ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მთავრობის მიმართ „ღრმა ისტორიული უნდობლობა“ აქვს და ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან მომავალი „არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები“ გააკრიტიკა.

„ვალდებულებების შესრულება შინაარსიანი დიალოგის საფუძველია“, – დაწერა პეზეშკიანმა პლატფორმა X-ზე.

მან დასძინა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან მიღებული არაერთგვაროვანი გზავნილები „მწარე შინაარსის მატარებელია; ისინი ირანის დანებებას ისახავენ მიზნად“.

„ირანელები ძალას არ ემორჩილებიან“, – დასძინა მან.

იტვირთბა....