აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის

სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა, რომლის პარტიამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა, განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის პარტნიორების მოძიება ვერ შეძლო.

მედიის ცნობით, სლოვენიის პრეზიდენტ, ნატაშა პირც მუსარისთან მოლაპარაკებების შემდეგ, გოლობმა განაცხადა, რომ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოუთმენლად ელოდება ოპოზიციაში გადასვლას.

გოლობმა პოტენციურ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას „თაღლითების კოალიცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის დიდხანს ვერ იარსებებს.

„ჩვენ სიამოვნებით ვემზადებით ოპოზიციაში მუშაობისთვის და უკვე დღესვე ვაცხადებთ, რომ მკაცრად დავიცავთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ველოდებით, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან“, – განაცხადა გოლობმა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ დეპუტატად რჩება.

არჩევნების შედეგებით, გოლობის ლიბერალურმა პარტიამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ახალ პარლამენტში 29 მანდატი მიიღო, რაც ერთით მეტია მემარჯვენე „სლოვენიის დემოკრატიული პარტიის“ მანდატებზე, რომელსაც იანეზ იანშა ხელმძღვანელობს.

მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გოლობმა პარლამენტში მოხვედრილ ყველა პარტიას, სლოვენიის დემოკრატიულ პარტიის გარდა, კოალიციაში გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სლოვენიის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს პრორუსული პარტიის ლიდერი ზორან სტევანოვიჩი, რამაც პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობისთვის მთავრობის ფორმირების პროცესი კიდევ უფრო გაართულა.

იტვირთბა....