„თითქმის რვა წლის წინ, როსარიო მურილიოსა და დანიელ ორტეგას დიქტატურამ რეპრესიების სასტიკი ტალღა დაატეხა თავს იმ ნიკარაგუელებს, რომლებიც გაბედულად აღუდგნენ წინ რეჟიმის გაძლიერებულ ტირანიას, კორუფციასა და ძალადობას” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშ. აშშ-მა ადამიანების უფლებების დარღვევისთვის ნიკარაგუას შს მინისტრის მოადგილე დაასანქცირა
„თითქმის რვა წლის წინ, როსარიო მურილიოსა და დანიელ ორტეგას დიქტატურამ რეპრესიების სასტიკი ტალღა დაატეხა თავს იმ ნიკარაგუელებს, რომლებიც გაბედულად აღუდგნენ წინ რეჟიმის გაძლიერებულ ტირანიას, კორუფციასა და ძალადობას. დღეს, 2018 წლის აპრილის პროტესტის წლისთავის აღსანიშნავად და იმ 325-ზე მეტი მომიტინგის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ამ მოვლენების შემდეგ მოკლეს, ტრამპის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მონაწილეობისთვის, 7031(c) მუხლის საფუძველზე, სანქციებს აწესებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლუის რობერტო კანიას ნოვოას მიმართ” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
2018 წლის აპრილში, ნიკარაგუის ხელისუფლებამ მასობრივი საპროტესტო აქციები ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო, რასაც 325-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

