რუსული ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემსუბუქების გამო მოსკოვმა, შესაძლოა, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მიიღოს, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 110-ზე მეტი ტანკერია, რომლებსაც 12 მილიონ ტონაზე მეტი რუსულ ნავთობი გადააქვთ.
„რუსეთიდან ნავთობის ყოველი დოლარი ომის ფულია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს რესურსი პირდაპირ გარდაიქმნება უკრაინის წინააღმდეგ ახალ დარტყმებად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული ტანკერები უნდა შეჩერდნენ, არ უნდა მიეცეთ ნავთობის გაყიდვის უფლება.
ცნობისთვის, 18 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ზღვით გადაზიდული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე სანქციები 30 დღით მოხსნა.

