რუსეთმა ჩერნიგოვზე „შაჰედის“ ტიპის დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა — შედეგად არის მსხვერპლი და დაშავებულები.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი, რომელთაგან 3 სრულად დაიწვა, ასევე ადმინისტრაციული შენობა, სასწავლო დაწესებულება და ორი ავტომობილი. ცეცხლი გაჩნდა რამდენიმე ობიექტზე.
დაღუპულია 16 წლის მოზარდი, ხოლო ოთხი ადამიანი — სამი ქალი და ერთი მამაკაცი — დაშავდა. ოფიციალური ცნობით, მოზარდის ცხედარი ნანგრევების გაწმენდისას იპოვეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია ლიცეუმი და საცხოვრებელი სახლები, ხოლო დარტყმები განხორციელდა სამრეწველო ობიექტისა და ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზეც.

