აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსეთმა უკრაინის ოლქებს დრონებით შეუტია – არიან დაჭრილები

გასულ ღამით რუსეთის არმიამ უკრაინისკენ 219 დამრტყმელი დრონი გაუშვა – როგორც უკრაინის საჰაერო ძალები იუწყება,  მათ ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს 190 უპილოტო საფრენი აპარატი. 

ოდესის ოლქში გასულ ღამეს რუსეთის დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაიჭრა ერთი პირი .

“ჩერნიგოვობლენერგო” კი იუწყება, რომ ჩერნიგოვის ოლქში დრონით ენერგეტიკის ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა 380 ათასი მომხმარებელი.

დრონებით თავდასხმა იყო ასევე ზაპოროჟიეს ოლქში – დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, აღირიცხა ნგრევა.

ხარკოვის საოლქო პროკურატურა კი იუწყება, რომ სამი ადამიანი დაიჭრა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად. ასევე დრონებსი იერიშის გამო ხერსონში მძიმედ დაიჭრა ადგილობრივი მკვიდრი.

იტვირთბა....