საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონგრესმენებს, ედ როისისა და ელიოტ ენგელს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს.
ამერიკულმა მხარემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
“ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრების მხარდამჭერი. ვთვლი, შეცდომა იყო ნატო-ს მხრიდან, რომ მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში. დღესაც ვთვლი, რომ ისინი უნდა გაწევრდნენ ნატო-ში და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება ნატო-ს წევრი,”- განაცხადა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.