აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დელეგაციებს შევხვდებით, ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ხელოვნური ბარიერებია შექმნილი” – ნიკოლოზ სამხარაძე

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დელეგაციებს შევხვდებით, რომლებთან ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე, საბერძნეთი და ლუქსემბურგი საქართველოს მიმართ მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ.

„ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გვახსოვს, როცა არჩევნების თაობაზე თქვა, რომ გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახა. ლუქსემბურგის დელეგაციას ინფორმაციას მივაწვდით, რა ხდება, პროცესში. ვისაუბრებთ იმაზე, რომ გვინდა, ევროინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს და ხელოვნური ბარიერებია შექმნილი. საბერძნეთიც საქართველოსთვის ახლობელი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ბერძნების მხარდაჭერის იმედიც გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

იტვირთბა....