მორიელი ასტროლოგიურ ნიშნებს შორის სექსუალურობის ტიტულს არავის უთმობს. პირველ ადგილზე მყოფი მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მისტიკური და ამოუცნობი ხიბლი აქვთ. მორიელი გაუმაძღარი პარტნიორია, აქვს ძლიერი სქესობრივი ლტოლვა და ვნება, რის გამოც ზოგჯერ თავის შეკავება უჭირს.
ლომი მე-2 ადგილის მფლობელია. ლომისთვის სიყვარულის ობიექტი მთელ სამყაროსთან ასოცირდება. მეორე ნახევრის გულის მოსაგებად ლომს შეუძლია შეუძლებელი შეძლოს. ლომის სანდომიანი ღიმილი გარშემომყოფთა სიმპატიას იწვევს. ლომი, რომელიც ძალიან მესაკუთრე და ეჭვიანია, ვერ ეგუება მისი სტატუსის დაჩრდილვას. თუ გსურთ მისი გული მოიგოთ, ხშირად კომპლიმენტებით გაანებივრეთ. ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარულის უნარით არის დაჯილდოვებულნი.
კირჩხიბი მე-3 ადილზეა. მათ ყველა დეტალი ახსოვთ ადამიანის გაცნობის დღიდან მოყოლებული. თუ კირჩხიბის ყურადღების მიპყრობა გსურთ, აუცილებლად აღნიშნეთ თუ როგორ პატივს სცემთ მის ოჯახსა და მეგობრებს. კირჩხიბი ოჯახთან ყველაზე მჭიდროდ დაახლოებული ნიშანია. მათთვის ემოციური კავშირი ყველაზე მნიშვნელოვანია.
წყარო: ttaoba.ge