აშშ-სა და ირანის მომლაპარაკებლებმა პროგრესს მიაღწიეს და ომის დასრულების ჩარჩო შეთანხმების მიღწევას მიუახლოვდნენ, – ამის შესახებ, „აქსიოსის“ ინფორმაციით, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოლაპარაკების გუნდი – ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ირანელებთან და შუამავლებთან სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ და წინადადებების პროექტების გაცვლას განაგრძობდნენ.
„ისინი ტელეფონით საუბრობდნენ, ყველა ქვეყანასთან ურთიერთობდნენ და ისინი უახლოვდებიან“, – თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, აშშ-ის მეორე ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა პროგრესის მიღწევა.
„ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა და მათი მთავრობის ნაწილს სურს შეთანხმების დადება. ახლა დავალება იმაში მდგომარეობს, რომ მთელი მთავრობა მივიყვანოთ შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ის მესამე ოფიციალურმა პირმა.
პირისპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოწურვამდე გაიმართება.

