მინდა შევახსენო რამდენიმე ფაქტი მათ, ვინც მე და ჩვენს ქვეყანას შეურაცხგვყოფს, ამ ბავშვთა მკვლელებს, თურქეთის რესპუბლიკა ჩვეულებრივი სახელმწიფო არ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ვერც ერთი ძალა ვერ გაუქნევს თითს თურქეთსა და თურქეთის პრეზიდენტს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მჩაგვრელის „დამჩაგვრელად“, ბანდიტის „ბანდიტად“, მკვლელის „მკვლელად“ მოხსენიებას, რათა ვიყოთ ღაზის ბავშვების ხმა და მოვუსმინოთ გულგატეხილი დედების ტირილს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ძმებისა და დების უფლებების დაცვას, რომელთა მიწებიც ოკუპირებულია დასავლეთ სანაპიროზე და ლიბანში ძილში მოკლული ბავშვების საქმის კეთებას“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის მთავრობას, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალიან უკმაყოფილოა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, არ უნდა მიეცეს პროცესის საბოტაჟის უფლება.

