აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ისრაელის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალი 270 მილიარდ დოლარს უტოლდება, რეპარაციების საკითხი კი მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანია 

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ისრაელის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალი 270 მილიარდ დოლარს უტოლდება.

ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატემე მოჰაჯერანიმ აღნიშნა, რომ შეფასება ჯერ საბოლოო არ არის.

ირანის მთავრობის წარმომადგენლის მტკიცებით, ომის რეპარაციების საკითხი დიპლომატიური არხებით განიხილება.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფი განიხილავს და ასევე განიხილავს ისლამაბადში გამართულ მოლაპარაკებებში, ომის რეპარაციების საკითხია“, – აღნიშნა ფატემე მოჰაჯერანიმ.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თანახმად, აგრესიის შედეგად 125 000-ზე მეტი სამოქალაქო ნაგებობა განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა. ირანში აცხადებენ, რომ ომის დროს, სულ მცირე, 3 753 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებია.

იტვირთბა....