აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაიაზროს, რომ “ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, სულ მცირე, ორჯერ მეტი ხმა სჭირდებათ, რევოლუციური სცენარებით ხელს უწყობენ “ქართული ოცნების“ პროპაგანდას” – გიგა ფარულავა

ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და თანმიმდევრულად მივჰყვებით მათ. ჩვენი გეგმაა მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესება, პენსიების მატება, „ქართული ოცნების“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ პრობლემებზე კონცენტრირება, რაც მოქალაქეებს რეალურად აწუხებთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნათლად დაინახა იმ ოპოზიციური პარტიების გეგმები, რომლებიც დღეს ცდილობენ, პეტერ მადიარს დაეტოლონ.

„ამ პარტიების გეგმები იყო ის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები, რაც 4 ოქტომბერს მოქალაქეებს და სახელმწიფოს შესთავაზეს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გეგმა, ჩვენი გეგმები გვაქვს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება რელიგიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუკაჩავას განცხადებას, გიგა ფარულავა აცხადებს, რომ მათი მხრიდან ეს არის პოპულიზმი.

„მათი გეგმა არასდროს ყოფილა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ეს საზოგადოებამ ნახა, როდესაც შესთავაზეს პროვოკაციული რევოლუციური სცენარები. უნდა გაიაზრონ, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად სჭირდებათ, სულ მცირე, ორჯერ მეტი ხმების აღება. ეს თავადაც იციან. შრომა არ უნდათ და პროვოკაციული რევოლუციური სცენარებით, პირიქით, ხელს უწყობენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას. დღეს საზოგადოება და ამომრჩეველი იმაზე უფრო გონიერია, ვიდრე ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას წარმოუდგენია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

იტვირთბა....