აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთისთვის მისაღები იქნება ირანის მიერ გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება” – სერგეი ლავროვი

რუსეთისთვის მისაღები იქნება ირანის მიერ გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პეკინში ვიზიტის დროს, აშშ-ირანის მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ირანს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს უფლება, გამდიდრებული ურანი მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ჩვენთვის მისაღები იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ირანულ მხარეს მისი კანონიერი უფლებების საფუძველზე მოერგება. საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრების უფლება. ირანს არასდროს უცდია ამ მშვიდობიანი მიზნების ორაზროვანი ინტერპრეტაციებით გაფართოება ან თავისი ტექნოლოგიბის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში ჩართული პირები მთელი რეგიონის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ.

„ვიმედოვნებ, მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული პირები, ამ შემთხვევაში ამერიკული მხარე, რეალისტურ მიდგომას გამოიჩენენ, მთელი რეგიონის ინტერესებს გაითვალისწინებენ და არაპროვოცირებულ აგრესიას არ გააგრძელებენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

იტვირთბა....