აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“წარმოუდგენელია, ივანიშვილის მთავრობა როგორ ექცევა მოსახლეობის გაღარიბებულ ბიუჯეტს – მილიონ ნახევარს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს” – ირაკლი კუპრაძე

მილიონ ნახევარი ლარი გახდება საჯიჯგნი თანხა სხვადასხვა კორუფციული ინტერესისთვის „ქართული ოცნების“ პირობებში მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ პირდაპირი შესყიდვის პროექტს და ტენდერს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნამდვილად წარმოუდგენელია ივანიშვილის მთავრობა როგორ ექცევა საქართველოს მოსახლეობის გაღარიბებულ ბიუჯეტს, სადაც ხელფასები დაბალია, პენსიები დაბალია და მილიონ ნახევარს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ყოველ წელს ერთი და იმავე დღეს აღინიშნება პოლიციის დღე, ეს არ არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც არის მოძრავი. ერთი კონკრეტული დღეა, რომელსაც ელემენტარული გონიერება სჭირდება იმისთვის, რომ როცა ჩატარდება 2025 წელს, დაიწყო უკვე მზადება და არ დაგჭირდეს პირდაპირი შესყიდვის წესის გამოყენება, რომელიც არის კორუფციულო რისკი. თავადაც არაერთხელ უსაუბრიათ, რომ კორუფცია ჭამს ქართველი ხალხის ბიუჯეტს. მილიონ ნახევარი ლარი გახდება საჯიჯგნი თანხა სხვადასხვა კორუფციული ინტერესისთვის „ქართული ოცნების“ პირობებში მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ პირდაპირი შესყიდვის პროექტს და ტენდერს“,-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, 2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 549 667 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.

„მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება (პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია, ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება და სივრცის მოწყობა) პირდაპირ კავშირშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის იმიჯთან. ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფები, მოწვეული სტუმრები – საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები”,- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....