აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროპა აჩქარებს სათადარიგო გეგმის შემუშავებას აშშ-ის NATO-დან შესაძლო გასვლის შემთხვევაში – WSJ

ევროპაში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს „ევროპული ნატოს“ შექმნის იდეა ტრამპის მუქარის ფონზე, რომელიც ალიანსიდან გასვლას ეხება – ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ევროპა აჩქარებს ნატოს სათადარიგო გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ ალიანსს დატოვებს – წერს გამოცემა. ამავე ინფორმაციით, ინიციატივას გერმანიაც მხარს უჭერს- “ქვეყანა, რომელიც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მარტო მოქმედების მიდგომას”.

სტატიაში ნათქვამია, რომ ოფიციალური პირები, რომლებიც მუშაობენ ამ გეგმებზე ცდილობენ ალიანსის მართვისა და კონტროლის რგოლებში მეტი ევროპელი ჩართონ და ამერიკული სამხედრო რესურსები საკუთარი აქტივებით ჩაანაცვლონ. დისკუსიის მონაწილეთა თქმით, ეს სარეზერვო გეგმა არაოფიციალურად, პარალელური განხილვებისა და ნატო-ს ფარგლებში გამართული სამუშაო ვახშმების დროს მუშავდება. ამასთან, იგი არ არის გამიზნული არსებულ ალიანსთან კონკურენციისთვის.

WSJ -ს თანახმად, ევროპელი ჩინოვნიკები ცდილობენ შეინარჩუნონ რუსეთის შეკავების პოტენციალი, ოპერატიული უწყვეტობა და ბირთვული პარიტეტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი ევროპიდან ჯარებს გაიყვანს.

იტვირთბა....