აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შემთხვევაში აშშ-ის დელეგაციას, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს

ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შემთხვევაში აშშ-ის დელეგაციას, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სავარაუდოდ, დელეგაციას კვლავ ვენსი უხელმძღვანელებს“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

ასევე, გამოცემასთან საუბარში ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებების პოტენციურ მეორე რაუნდში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გასულ შაბათ-კვირას შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

იტვირთბა....