აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გერმანიამ და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

გერმანიამ და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს – დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრებმა, ბორის პისტორიუსმა და მიხაილ ფედოროვმა მოაწერეს. ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ დახმარების ახალ პაკეტზე. საუბარია საჰაერო თავდაცვის, დრონებისა და საბრძოლო მასალის სფეროში დამატებით მხარდაჭერაზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავიდა. გაიმართა შეხვედრა კანცლერ მერცთან, რის შემდეგაც ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გერმანიასთან ერთად, დრონებისა და საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას გეგმავს. ასევე, უკრაინამ გერმანიას ორმხრივი შეთანხმება შესთავაზა – თანამშრომლობა სხვადასხვა ტიპის დრონების, რაკეტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაში.

იტვირთბა....