ნიუ იორკის პოლიციამ 100-მდე დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მოქალაქეები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომს აპროტესტებდნენ და სენატორების – ჩაკ შუმერისა და კირსტენ ჯილიბრანდის ოფისების წინ მდუმარე აქცია გამართეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეები მესამე გამზირზე გადავიდნენ, სადაც პოლიციამ არაერთხელ გააფრთხილა ისინი, დაეტოვებინათ სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ.
აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურები წარწერებით: „დააფინანსე ადამიანები და არა ბომბები“ და „შეწყვიტე ისრაელის შეიარაღება“.

