აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დღეს ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის დაავადებული, ისრაელი იცავს ევროპას, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაივიწყა, ჩვენგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დღეს ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის დაავადებული. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებზე, პასუხისმგებლობაზე, დაიცვას ცივილიზაცია ბარბაროსობისგან. ისრაელი იცავს ევროპას, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაივიწყა. ჩვენგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი ის არსებითი გაკვეთილი – სიკეთესა და ბოროტებას შორის მკაფიო მორალური განსხვავება, რომელიც ჭეშმარიტების მომენტებში გვავალდებულებს, ვიბრძოლოთ სიკეთისათვის, სიცოცხლისათვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

იტვირთბა....